ტრფობის რეინკარნაცია
ბალახს ვანდე თავი, სამარხს ვანდობ ძვლებს, გუშინ გავუმკლავდი კვლავ შინაგან ძვრებს. ტაროს ვუშლი ჩემს თავს, არ ვიკვეცავ ფრთებს იკაროსისავით ვეშურები მზეს. ჩემი ფრთები უდნობელი ფიქრთ ნაჭედი არის, ბგერით მოჯადოვებული აპოლონის ქნარის. ტრფობა უკან დავიბრუნე წაღებული ქარის. ერთი რამღა დამრჩენია მოშორება შრამის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი