განძთა მპარავი
ეს ნისლი მე ვარ შენს ტოტებზე შემოხვეული ის წესიც მე ვარ შენი ტრფობით შემორღვეული მე სინაზე ვარ რომ გახადე მზერით ველური ვაჰ! რომ განძი ხარ, გადაფარე ფასით შენ ლუვრი. და მე ვით ქურდი მარად ვცდილობ, გული მოგპარო, სიზმრებიდან კი მატყუარა კადრი დავმალო. სახლის კარებთან ვით მამაცმა ქარი მოგგვარო და ამით ეჭვი ჩემს სიმხდლეზე შენში გავაქრო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი