მე, ის და კიდევ სხვა მრავალი
*** მე ბალახის სუნმა სევდა გამიქრო, ჩემმა ფიქრებმა ზეცა დანამა. ღალატმა სულში ცეცხლი დამინთო, კასიუსივით მეცა, დამხანჯლა. შენმა სიცივემ გული დამიდნო, იუდასავით მალვით გამყიდა. შენ კი სიმართლემ მაშინ მოგაგნო, როცა ტყუილმა შენვე გამხილა. თვალებს კი ახელ, მაგრამ ვერ ამჩნევ სახეზე ცრემლებს წყაროდ მომდინარს. ეს ის წყაროა, მოკვდავს რომ მარჩენს, სიცოცხლეს მირჩევს ცოდვილ ბინადარს. და რა იხილავ, მერე ინანებ, თავში დაიშენ მაგ ნატიფ ხელებს, მაგრამ იცოდე, შენშიც იდარებს ოდეს ჩემს ნახატს აჩუქებ ფერებს. *** ის ბალახის სუნმა სევდა გაუქრო, მისმა ფიქრებმა ზეცა დანამა. ღალატმა სულში ცეცხლი დაუნთო, კასიუსივით ეცა, დახანჯლა. შენმა სიცივემ გული დაუდნო, იუდასავით მალვით გაჰყიდა. შენ კი სიმართლემ მაშინ მოგაგნო, როცა ტყუილმა შენვე გამხილა. თვალებს კი ახელ, მაგრამ ვერ ამჩნევ სახეზე ცრემლებს წყაროდ მომდინარს. ეს ის წყაროა, მოკვდავს რომ არჩენს, სიცოცხლეს ურჩევს ცოდვილ ბინადარს. და რა იხილავ, მერე ინანებ, თავში დაიშენ მაგ ნატიფ ხელებს, მაგრამ იცოდე შენშიც იდარებს, ოდეს მის ნახატს აჩუქებ ფერებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი