..ჰაიკუ
*** ბედმა იხუმრა და სიყვარულის ბაღში აყვავდა ხურმა. *** ღამეში ქუჩა. გაგორებული ბოთლი მბობღავი ლოთის. *** სისხლი სცენაზე . ხალხი სროლამ გაფანტა. წითელი ფარდა. *** საკურა იწვის, ქალი იფარავს სახეს, სუნია ფიჭის. *** ხმალმა იელვა, რისხვით გაჰკვეთა ხორცი, ქარმაც იკივლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი