.ლაჩრის დარდი
ჩვენზე, ლაჩრებზე არ წერენ ლექსებს, ხოდა მე დავწერ ახლა ამ წუთას. წინ გადაგიშლი ჩემს გულში ნადებს და მოვიშორებ ყელში ამ ბურთსაც. შტორმი როცაა ვიმალვით სახლში, გამოდარებას ველით, წუწუნით. არ ვერიდებით საუბარს ხალხში, უსამართლობას ვხვდებით გუგუნით. ვიღაცა გმირობს, ტაშს მას უკრავენ. აღვსილები გვაქვს გულები შურით. გვიხარის გმირის უბედურება და ოქროს ხანჯალს ვუწმინდავთ ფურხით. სარკეში ვხედავთ არარაობას. ლაჩრის სახელი მოგვედო ობად. ჩვენ ბედს ვუწყევლით გულმამაც ქორსაც და პატივსა ვცემთ ლეშ მჭამელ ყორანს. თქვენგან ნასროლი გინება გვშმაგავს და ეს გრძნობა კი სხვა გრძნობას არ გავს. ყოველი სიტყვა სახეს გვიმანჭავს, სინდისის ტბორში ცოდვილად გვმარხავს. ლანძღვა კი იცით, მაგრამ არ იცით, გამოსწორება გვინდა ჩვენ გულით. ყურსაც არ უგდებთ და არ გადარდებთ, რას დავატარებთ ჩვენი წარსულით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი