ბოლო შეხვედრა


მე მიღალატა ჩემმა ფიქრებმა,
შენ როგორ გთხოვო, რომ მიერთგულო.
ეკალი ჩემს გულს მძლავრად ჩაება,
ალბათ დამსერავს, რომ მიორგულო.

შენს შავ ნაწნავებს ხელშეუხებელს
ოქროს საწმისიც ვერ შეედრება.
შური თან დამდევს თითქოსდა აბელს
სურდეს ჩემს სულში გარდაცვალება.

ვერ შეველევი დაკარგულ თმის ღერს,
შენი თმის ღერებს ვიხმარ სიმებად.
ორფეოსივით საამოდ გიმღერ
სირინოზების შესაშურებლად.

ფიქრების სენი როგორ არ მჭირდეს,
როგორ არ ვიგძნო თავი ბეჩავად.
ნეტავ სიჩუმე რაიმედ ღირდეს,
გარდვიქცეოდი მაშინ მე ქარვად.

დავიარები მწველ ცხელ ქვიშაზე,
ბალახს ვაბიჯო, მე რა ღირსი ვარ.
გადმოვიღვრები მე შენს ნიშანზე
და დამინახავ როგორ მოვქრივარ.

ია ვარდებით მორთულ მოქარგულს
მოსულს დამიფენ ნაქსოვ სუდარას
და დავამარცხებ საბოლოოდ შურს,
როცა გავიგებ შენგან მუდარას.

რომ არ წავიდე, რომ არ დაგტოვო
და შენთან ერთად კიდევ ვიომო.
მძიმე წარსული უკან დავტოვოთ
და ერთმანეთის ტრფობამ გვიმონოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
არტი ბორნიდრამატურგი3 წლის წინ

კი არ გღალატობს გაგიწეწია თმებიდან გოგო

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი