.მეგობარი წორო


ისევ დავეჭვდი, სამყაროსთვის თუ ვღირვარ ხურდად.
მშრალი, ძვალ-ტყავი ფიქრები გარს შემომახუნდა.
უკვე დავჯაჭვდი, ვეღარ გამწყვეტ და აღარცა გთმობ.
შენ გაღიარებ, მე მხოლოდ ღვთის დიდებასა ვგმობ.

აღარ მადარდებს თუ რამდენი დრო გავა კიდევ,
რადგან ვიცი, რომ ჩემმა გრძნობამ დროსაც გაუძლო.
ეზოს ბაღიდან წითლად მნათი წორო დავკრიფე,
რა მაწუხებს და რა მადარდებს მას რომ გავუნდო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი