.ავაზა კია


ავაზაკია ჩემი ბედი, უკბილოდ ხუმრობს,
მაჯამბაზებს და მაბეჩავებს, დამცინის უხმოდ.
ჩემი სიცოცხლის საცავიდან ყოველდღე ქურდობს,
გზაზე მიმავალს თვალწინ მისხავს მხურვალე გუდრონს.

ავაზა კია ღამის რითმა და ხშირად მსტუმრობს,
მაგრამ კი არ მვნებს, ძალას მაძლევს უხილავს თითქოს.
ციდან ნასროლი ღმერთის სიტყვით ისევ ის ვაქო
არ დავივიწო, არ დავკარგო ამაზე ფიქრობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი