.ფიქრების ხევში გადავიჩეხე
ფიქრების ხევში გადავიჩეხე, მეგონა მალე ამოვიდოდი. იქ ნამდვილ ჩემს თავს გადავეჩეხე, გავიცანი, სად წამოვიდოდი. თითქოსდა ბატონს ხელზე ვემთხვიე და შევეხვეწე, რომ მოეყოლა, როგორ გაუძლო ამ წუთი-სოფელს და მისმა ზვავმა არ მოიყოლა. ვიცი, მოყოლა არას გააწყობს და სამოთხეშიც ამოვალ ეკლად. მე მის იმედსაც გავანადგურებ და გადავაქცევ ნამიან ფერფლად. მაგრამ მინდა, რომ ვცადო, გავიგო, როგორ გავექცე საკუთარ სოროს, რომელშიც ვგდივარ ასე ბეჩავად და ვერ ვახარებ შინაგან წოროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი