Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_e5u04lfouotargdkfjrq7trhe3, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
შემოვლილი სანახები - ლაშა კობიაშვილი | პოეზია

შემოვლილი სანახები


შემოვიარე მე სანახები,
უკან დავბრუნდი კვლავ ხახა მშრალი.
კიდევ დამჩაგრეს ავმა გრძნობებმა,
როცა მიხელთეს მარტო და მთვრალი.

ეკლესიასთან მისულს უმიზნოდ
დაგმშვენებია ყვითელი შალი.
შემონახული შენი სიტყვები
„მოიპარეო“, დამწამეს ბრალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი