პროზაული ექსპერიმენტი - სავალდებულო სიკვდილი


ჩაფიქრებული იყო ნოველად, რამდენად გამოვიდა არ ვიცი...

 ქუჩის პატარა ჩიხთან ძაღლი მიყუჟულიყო, ხალხის გნიასისა და ყვირილის ხმა თუ ააწევინებდა ხანდისხან თავს, რათა დაეზვერა მასაც ხომ არ ემუქრებოდა სავალდებულო სიკვდილი. ამ ძაღლს ბევრი ადამიანის ცოცხალი პროცესია ენახა, როგორ იჭერდა ერთი პოლიციელი სავალდებულო სიკვდილის მსხვერპლს, დანარჩენები კი გაშმაგებულ და სასოწარკვეთილ ოჯახის წევრებს. როგორ მისდევდა ოჯახი მანქანას გულში გინებით და როგორ იკრიბებოდა ხალხი ქუჩაში, რათა ოჯახის ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანზე სამძიმარი ეთქვათ.

 ზურა ცდილობდა არ ეფიქრა ამ საშინელ კანონზე და არ წარმოედგინა თავი მის მახეში, მაგრამ მოხუცი მშობლის გამო მაინც ეფიქრებოდა. ხშირად აგინებდა, კანონის მომგონს. დილით გაღვიძებულს, გუშინდელ ფიქრებ გამოვილილს არ ჰქონდა მადა, ან ვის ექნებოდა მადა იმ დღეს როცა მშობელი დაბადების დღეზე მოსაკლავად უნდა წაეყვანათ. იდგა სამზარეულოში და უყურებდა კონსერვის ქილას და მაშინ მიხვდა რომ ადამიანებსაც ისე ექცეოდნენ როგორც ვადა გასულ კონსერვის ქილას, იშორებდნენ. ჯერ დილის ცხრა საათი იყო თუმცა, უკვე ენანა ის ორი საათიც, რომელიც ეძინა და მამამისთან ერთად არ გაატარა. ბრაზმორეული სახეზე წყალს ისხამდა იქნება, კოშმარი ყოფილიყო და გამოღვიძებოდა, მაგრამ ამაოდ. სადღაც ჰქონდა ამოკითხული, სიზმარში ადამიანებს თვლა რომ არ შესძლებიათ, მაგრამ ნიჟარაზე დაყრდნობილ თითებს ზურა ითვლიდა, ითვლიდა და თითო დათვლილ თითზე, თითოჯერ აგინებდა კანონს, მის მომგონს და დიქტატურას. თორმეტი საათიდან იწყებდა პოლიცია სახლების ჩამოვლას და სამოც წელს მიღწეულთა წაყვანას, სასოწარკვეთილი ზურა იმასღა ნატრობდა, რომ იმ დღეს ბევრის ჯერი ყოფილიყო მასთან მისვლამდე, ასე უფრო მეტ დროს გაატარებდა მამასთან. იღბალი ზურას ხშირად სწყალობდა, თუმცა ახლა იღბალმაც უღალატა, სიკვდილმა მოისყიდა. შესრულდა თორმეტი და ნახევარ საათში ძაღლმა წამოყო თავი. თავიდან კარზე კაკუნი, შემდეგ ბრახუნი და საბოლოოდ კარის შემტვრევა სულ ასე ხდებოდა ხოლმე, აბა ვინ გაუღებდა კარს სიკვდილს.

 ზურა და მამამისი მისაღებში იჯდნენ, ბევრი ეხვეწა ზურა მამამისს სადმე დამალულიყო, მაგრამ პავლე უარზე იყო, ზურას ყოველთვის უკვირდა მამამისის ასეთი სიმშვიდე, ალბათ ომმა ასწავლა პავლეს მშვიდად შეხვედროდა სიკვდილს, ანდაც ეშინოდა, მაგრამ არ უნდიდა შვილს უკანასკნელად შეშინებული ენახა.

 კარზე დააკაკუნეს, ზურა შეცბა და მამას აცრემლებული თვალებით გახედა. პავლე წამოდგა და ზუსტად იმ დროს როცა პოლიცია ბრახუნზე უნდა გადასულიყო, კარი გააღო. პოლიციელი , რომელიც არ იყო მიჩვეული კარის ნებით გაღებას, წინ გაქნეულ ხელს გაჰყვა და წაბორძიკდა. მალევე დაინახა მოხუცის მშვიდი სახე და ამან უფრო გააკვირვა. მოხუცმა პოლიცია შინ შეიპატიჟა და ამაზე პოლიციელს თითქოს, შერცხვა თუ მოერიდა და ენა დაბმულმა კარშივე დაიწყო მისვლის მიზეზის და კანონის წარმოთქმა. პოლიციელს დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა როცა ზურა მივარდა მას და მუხლებზე დაჩოქილმა მუდარა დაუწყო, პოლიციელს ასეთი რამ უკვე ბევრჯერ ჰქონდა მოსმენილი, მაგრამ რა ექნა კანონი ავადებულებდა. ერთიღა შეხედა ზურას და დაამთავრა 2 წუთის წინ დაწყებული სიტყვა.

ძაღლმა ერთხელღა წამოყო თავი...

ზურა კი თავის თავსღა თუ ეტყოდა სამძიმარს, სხვა მაინც არავინ ჩანდა...

(კიდევ ბერვი რამ აკლია, თუმცა წერის სურვილი დამეკარგა, ოდესმე დამიბრუნდება... ო დ ე ს მ ე...)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი