გრძელი გზის შემდეგ...


გრძელი გზის შემდეგ,
მწველი მზით გახუნებული,
მოვდივარ ნისლში,
ქარიშხლებში რომ ვაწყე ფერხული...
მოვდივარ და მალე შენთან ვიქნები,
წვიმამ წაიღო ჩემი ფიქრები...
ელვამ დამმუხტა, კაცი უძლური, დაღონებული,
ბილიკს მოვყვები შთაგონებული...
არ გადის დრო, გადარეული !
მოვდივარ, ახალი საქმით, გრძნეული...
ამ შემოდგომას რთველში ერთად წავიდეთ
და ყველა საზღვარს, გადავაფრინდეთ...
ზამთარი წყნარად, ძნელი ყინვებით გადავატაროთ,
და გაზაფხულზე, სიცოცხლის ზეიმი, ჩვენ ჩავატაროთ...
ზაფხულს ვაყვავოთ ჩვენი სხეული,
სხივებს ვუცქიროთ, გავაპარპაშოთ, ვერ დატეული...
გრძნობა ! რომელსაც სიყვარულ ჰქვია !
და სადაც ვერც ქარნი ქრიან !
სადაც ვერ გსევდავს წვიმა !
სადაც არასდროს გცივა !
სადაც ყოველთვის მღერი !
მაგრამ, ხანდახან, გტკივა...
ხანდახან, მანდაც კი, ჯაჭვი მხრებზე ძევს,
ხანდახან, მანდაც ავი ჰყეფს,
ხანდახან, მანდაც სცოდავ ღმერთს,
ხანდახან, მანდაც ჰკარგავ ბევრს...



14 აგვისტო, 2021 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი