სიმართლე
მე ვერ გავწვდები ყველა იდეალს, ისე ჩამყლაპავს სოფლის დინება, მაგრამ მჯერა რომ ჩემშიც სიმართლის, პატარა წყარო მოედინება, მინდა ვეწიო წინაპრების ღვაწლს, არსთაგამრიგემ ასე ინება, სიტყვები ჩემი, მიმოფანტული, მშობლიურ მხარეს მოეფინება. გარბის ულაგმოდ და მიმაქანებს, ეს ბედაური მსგავსი ბედისა, ნისლში ვეხვევი, გამომეცხადა, გზა ჩვენი ერის ამოწყვეტისა, წერას ვერ ვასწრებ, მელნით ვისვრები, უმალ დამეცა მუშტი რეტისა, და ძირს ვეცემი მე განგმირული, ვხედავ გზას ჩვენი ამოწყვეტისა. ისმინე მუდამ ბრძენო "ნაროდო", აგირჩევია მხდლური ქცევაო, ერო და ბერო მუდამ იცოდე, ეს საქციელი დაგვეწევაო, ყველას მიეზღოს, ბედი გადაწყვეტს, ცხოვრება ვის რად გადექცევაო, ლაჩარს, ავაზაკს, ყველა ჭირიანს, ტყვია ყოველთვის წაეწევაო. ჩავიქოლები ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მინდა ვთქვა მხოლოდ სიმართლე, ქართველო, აზრი არ დაგელევა, ცამდე მტყუანი თავს რომ იმართლებ, ღმერთო, მოგვეცი ძალა ძლევისა, ნათელი ხელი შენ გაგვიმართე, ვიშრომებთ, ვიღწვით, მოწადინება, შენი წყალობით ჩვენ გაგვიმართლე. 23 მარტი, 2022 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი