ჩემი სამშობლოს დამონებისთვის


მწარედ ინანებთ - მრავალჯერ მითქვამს,
ერში სილაჩრის ჩაგონებისთვის,
და გადაიხდით ამ ფასს სულ მალე
ჩემი სამშობლოს დამონებისთვის.

ჰომ არ გგონიათ დაგვავიწყდება ?!
არ შეგვჩივნია ჯერ გონებისთვის,
ღირსად დალპება სახელი თქვენი
ჩემი სამშობლოს დამონებისთვის.

ჩუმის, მშვიდობის, ყურმოჭრილობის,
სიცრუის, ავის შეყვარებისთვის,
რისხვა მოგელით, მაღალ ღმერთისგან
ჩემი სამშობლოს დამონებისთვის.

ვერ გამრავლდებით, ძირში მოგკვეთავთ,
დაგმარხავთ ჩვენი გაბრიყვებისთვის,
და გადაიხდით ამ ფასს სულ მალე
ჩემი სამშობლოს დამონებისთვის.


4 აპრილი, 2022 წელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი