სამშობლო


მშობლის უწყვეტ სამსახურში, რაც ჩავდექი არ მაქვს შვება,
როცა უნდა გადამკარგავს, მისი ხმა და მისი ნება,
თუ ეწადოს, მისთვის მერგოს, განსაცდელი მე ვეება,
ვის რად უნდა უტანჯველი და უმსხვერპლო ტკბილი შვება ?!

რაც არ უნდა გამიჭირდეს, რაც არ უნდა ბედმა მძლიოს,
ჩემი სული არსთგამრიგემ, ამ მიწაზე დამილიოს,
ჩემი დღენი, გადათვლილნი, ამ დროშის ქვეშ გამილიოს,
ჩემი შრომა-ნაჯაფარი, საქართველოს შეელიოს !

სამშობლოს რომ არ უმტყუნებს მაშინ არის კაცი ვარგი,
საქართველოს სამსახური არის ჩემი ყოფის დარგი,
კაცი ბრძოლას დაეჩვიოს აქ აკეთოს საქმე მარგი,
ვინც არ იბრძვის ის არ ცოცხლობს, უქმ სიცოცხლეს რა აქვს კარგი ?!


11 ოქტომბერი, 2018 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი