გზა
ხარობდა ხალხი, ჰკივის ცხოვრება, ყვაოდა ვაზი, ტკბებოდა წყნარად, ხარობდა ხალხი და გემოვნება, მცველი რომ ედგა ქვეყანას ფარად. არც სხვაზე მეტი და არც ნაკლები, არც სხვაზე მწარე და არც უტკბესი, რა არ დაგვატყდა სიცოცხლით სავსეს, იწერებოდა სიტყვა უგრძესი. რწმენა გაგვაჩნდა, ალბათ ვჯობნიდით, არ გვქონდა შიში თავგანწირვისა, ზოგი რას იტყვის, ვინ რას იგონებს, მაგრამ მე მჯერა ძველი სიტყვისა : მხდალია ის ვინც თავს ხრის წუთისთვის, სულსაც გაყიდის თავის ტყავისთვის, ვერ ეზიარა ჭეშმარიტებას, მონად დაუდგა ტურებს ზავისთვის. დღეს უკვე დროა სულ სხვანაირი, მაგრამ წესები ხომ არ იცვლება ? კაცი მშვიდობას რომ დაგაყვედრის, მისი ნდობა ხომ არ შეიძლება. სავსე ვართ ვითომ ომის სურვილით, ჩვენი ნიშაა - სისხლი, სიკვდილი, მონას უყურეთ მშვიდობით სავსეს, რომ დაუწყია მშიერს ტირილი. თავისუფლება ყველას ხვედრია, ვინც კი მზადაა მისთვის იბრძოლოს, მერაბმა გვითხრა : თავისუფალო ! შენც შეუწყვეტლივ უნდა იბრძოლო ! როცა გვაწვიმდა თავზე ბომბებით, მაშინ ეკითხათ, ომი გვინდოდა ? ჩვენი ცხოვრება - თავისუფლებით, მონურ უღლამდე ვერ დავიდოდა. სხვა გზა არ არის, სხვა გზა სიკვდილის, განყენებული შავი ბილიკი, არვის ეგონოს გაუვა გმირთა, თავგანწირულთა ქცევის ქილიკი. 16 მაისი, 2022 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი