მახსოვს


მახსოვს, რა მოხდა, სად ჩავიძირე,
ფსკერზე მდუმარეს როგორ შევეხე,
ჩემი გრძნობები ვერ დავიჭირე,
და ვასროლინე ცრემლი ქვემეხებს.

მახსოვს, რა მოხდა და რას ვუსმენდი,
გამოთიშული ყველა სულიერს,
მგონი გონებას წინაც ვუსწრებდი,
უაზროდ ვდიე ფიქრებს ცარიელს.

არ მახსოვს, რა ვქნა, უცებ მეწვია,
სინანულია თუ სიხარული,
გულის გზა ერთი წვრილი ბეწვია,
მუდამ ბურუსით გადაფარული.

2 ივნისი, 2022 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი