ჩემი ხატია სამშობლო


მთვარის შუქზე თუ უმისოდ,
სადაც არ უნდა ვიყო მე,
შებინდებისას ჩამესმის,
სიტყვები რომ ავიყოლე.

ჩემი გული ხომ მისია,
ჩემს სულში ვნებას ამძაფრებს,
ჩემი გონების მპყრობელი,
ჩემს ხორცს არ დააღალატებს.

შებინდებისას ჩამესმის,
ტკბილად ძილში რომ გადამდის,
ჩამესმის და არ ჩერდება,
ეს ჩემი ლოცვა მარადის :

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა !

თავისუფლების წადილში,
განგმირვას არას შევჩივლებ,
თავაწეული მარადჟამს,
ამაყად ამას შევჰკივლებ :

თავისუფლება დღეს ჩვენი,
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის,
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება !

დროშის ტარს მაგრად მოვკიდებ
და ავაღერებ ზეცაში,
მე ჩემს წვლილს აქვე შევიტან,
ამ ქვეყნის ბედის ჭედვაში.

დიდება თავისუფლებას !
თავისუფლებას დიდება !
შენი მზე ჩემო სამშობლოვ,
კვლავაც რომ ამობრწყინდება !

1 ივლისი, 2022 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი