*************


მთვარე დამაცხრა გრილი ღამისას,
ჩემმა ფესვებმა წყალი დალია,
ვიყავ ჩემებთან, და სულ ცოტახნით,
ჩემმა ფიქრებმა დარდი გალია.

შენზე ვფიქრობდი, მელანდებოდა,
ჩვენი ნაზი და წყნარი წუთები,
თავს გაგახსენებ, ასე უეცრად,
იმედი მაქვს რომ არ შეწუხდები.

ვიყავ გარეჯში, ვიყავ ჩემებთან,
კოდას რომ ვუმზერ ახლა მდუმარე,
იქ არ ვყოფილვარ, და უნდ ავიდე,
მოვრთო ქეიფი, ზარი მქუხარე.

ვიყავ გარეჯში, ვიყავ ფესვებთან,
და უკვდავების წყალი დავლიე,
ვადიდე ღმერთი და საფლავებთან,
ეს ისტორიაც ასე გავლიე.


18 აგვისტო, 2022 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი