მტკვარი


ისე, როგორ მანუგეშებს
ეს თბილისის მტკვარი,
ხან გიჟია, ბობოქარი,
ხან მდუმარე, წყნარი.

დამყვება და ჩემთან ერთად
ეს მდინარე დარდობს,
სანაპიროს მივუყვები
ის კი დანავარდობს.

როგორ მიყვარს, 
როგორ ზრუნავს,
როგორ მიდგას გვერდში,
როცა ტალღებს ათამაშებს,
შავ მოაჯირებში.

მყვება ასე გამწყრალს, დამთვრალს,
ნაპირს მოადგება,
მისი სუნი, მყრალი, უშნო,
მე რომ მეხეთქება.

მიყვარს მასთან, ჯდომა სასმლით,
ქვის ქალაქის ხედზე,
მიყვარს მასთან, მაგრამ ვჯავრობ,
მის საცოდავ ბედზე.


25 სექტემბერი, 2022 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი