აღვსდექ


კადრებს ვიხსენებ, 
ლანდით იმ წამებს, 
ჩვენი ტკბობისა,
და მონატრებით, 
ქარები ნაზი შემოდგომისა.

შემომეფეთა, და გამომცვალა, 
წლები ომისა,
და მაფიქრებენ, ჩუმად, 
ვიყო ცხრომისა.

ხევს ავუყვები, 
გზა ვხსენი, 
მისი გმობისა,
მახსოვს წამები, 
იმ ნაზი შემოდგომისა,
გამოჩნდი, 
მკურნალი გახდი, 
ავად მყოფისა,
გამშვენებდა, წარსული, 
შენი გლოვისა.

აღვსდექ, 
შენთვის გრძნობები არ მიმალია,
ვილოცე, 
ჩემი სიტყვით, გული მალია,
მიყვარს, 
რომ გამიღვივე, ნაპერწკალია,
და გაუმარჯოს, 
მას, რაც ცოცხალია.


25 სექტემბერი, 2022 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი