ნისლი
გონებას ნისლი შემოჰპარვია, გადაიფარა ღამეს სუდარა, ფიქრებს გავყვები, გაუჩერებლად, ისმის მუდარა, ისმის მუდარა. გული ჭრილობებს რომ გაიხსენებს, იარებს სული უმალ დაემხოს, გონებას ნისლი შემოჰპარვია, გაუთავებლად, ჰკივის, პაექრობს. ბორგავს სხეული, მტკიცე, ურყევი, მფეთქავი ნელა სისხლით იცლება, გონება ეჭვობს, სული ბანს აძლევს, ამდენი დარდით რა შეიცვლება ? მოცურავს ნისლი, ნავად ტალღებზე, მოაქვს სიცივე, დაუდევრობა, მოცურავს ნისლი, ჩამოატარა, სევდა, ეჭვი და გაურკვევლობა. 13 ოქტომბერი, 2022 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი