ღამე
დანამული გზის გავლა მომიწევს, დილას უძილოს, ჭყაპუნი, წვეთი, ჭუჭყი, დუმილი, ფიქრებს უძიროს. ღამე, ბნელეთი, მშრალი, წყეული, უნდა მაცდინოს, მითრევს, მაბრუებს, მკლავს, მტოვებს უძილოს. უნდა მაცდინოს ! არა ცუდის ქმნად, არც უჩვეულო ბრაზად, გულისკვრად, ეჭვად მომევლოს, თვითონ მე გავხდე, ეჭვი, გრძნეული, მაგრამ არარა ! ვბარბაცებ ასე, სულდალეული. მაგრამ რა ვიცი, იქნებ გეფიქროს ?! იქნებ დაპნეულს, ცეცხლი შეგინთოს ! იქნებ ჩაგძიროს, არ გეყურება, ბინდი მე დამპალს, დამეხურება. ღამე, ბნელეთი, ვერ გამაცურებს, ნუგეში შენი, ამას მარწმუნებს.. 15 ოქტომბერი, 2022 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი