ერთხელაც


ერთხელაც, იზავ იმგვარად,
გულზე მახვილს რომ გამისვამ,
ერთხელაც, მეტყვი იმ სიტყვას,
რითიც შენ წერტილს დამისვამ.

წყენის ღირსი ვარ, უგვანო,
დაუფიქრებლად მთქმელი ვარ,
გული ჩაგწყვიტე, გეწყინა,
სინანულს თავის მკვლელი ვარ.

გაგება უნდა ჩემს აზრებს,
ჩემს ნადებს ვერვინ შეიცნობს,
ჯერ ცოცხალი ვარ არ ვკვდები,
ფხიზლად მმარხავენ დღეის სწორს.

ამ შემოდგომის შუაგულს,
ხეების ნაზად შრიალში,
გხედავ შორსა ხარ, მომწყდები,
შენ სხვა აზრების წიაღში.

გაუძლებ ? სევდას დარჩენილს,
ხმას ავადმყოფი სულისას ?
ვერ მოვინელე წარსული,
შვებას არ მაძლევს, გულისკვრას.


2 ოქტომბერი, 2022 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი