**************
ღამის ნატვრებში ვზივარ სარკესთან, წერით გართული და ჩავფიქრდები: „ვინმე ვიყავი, ან ახლა ვინ ვარ ? ან თუ ოდესმე ვინმე ვიქნები ?!“. ფიქრებს მომტაცებს, ცხადად მაბრუებს, კალამს აშეშებს ძლიერ მტევანში: „ჰეი, სულელო, ნუ სწერ, რა ჰყრია, ცრემლში, დარდში და სიტყვის ლევაში ?!“. დავხარე თავი, ვერ გავიგე რა, წამალი ამის, რით ვერ მაკმარა: „ვერას გაიგებ, ვერას მიჰხვდები, მე შენი ბედი მან მომაბარა !“. ამის თქმა იყო და გავითიშე, ვერ გავუძელი, სიმძიმეს თავის: „არ დასრულდები, არ მოგეშვება, ბედი ნაწერი ტანჯვის და ავის !“. 12 ნოემბერი, 2022 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი