ჩემი ქალაქი


როგორ ბრიალებს ჩემი ქალაქი !
ხე და ბოძები - ელვა, ნათება !
ყველა კუნჭული, ბნელით მოცული,
ჩვენი სინათლით დაიშანთება !

როგორ გრიალებს ჩემი ქალაქი !
ბავშვები ნაძვთან ინაბებიან, 
არ მოგიშალოთ, ხალხო, მშვიდობა,
როცა  ბიჭები იღუპებიან...

როგორ პრიალებს ჩემი ქუჩები !
სისხლით და ოფლით გადანათლული,
როგორ ივიწყებს გული იარებს,
როცა სიწყნარით ხარ მოთაფლული.

და როგორ სძინავს, და როგორ გმინავს,
ჩემი ქალაქი სიცრუით სავსე,
მე კი ვიკითხავ, ჩემთვის, უჩუმრად:
როდემდე ასე, როდემდე ასე ?


15 დეკემბერი, 2022 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი