სიმართლით
დღე და ღამ, დასაბამიდან, არ მეკლდა დამწუნებელი, ჭკუის სასწავლად გაწვრთნილი, მობრძენო მარწმუნებელი, დღე და ღამ, დასაბამიდან, არა მყავს მომწონებელი, ჭკუა ვისწავლე, ჩემთვის ვარ, ჩემი გზის მასწორებელი. სიტყვები ათამაშდება, კალამი აიხანჯლება, "რას სწერ, არაა ლამაზი, კაცი რომ დაიტანჯება", ჩემი რითმები უბრალო, იმ წამსვე დაიხარჯება, და ჩემი მაჯა დაღლილი, მართლისთვის გაისარჯება. ტრაბახით არ ვწერ, თან სულ ვხსნი, რაც ვიცი, რაც მაბადია, სიმართლე მომდევს, მამაგრებს, შობიდან დანაბადია, ტრაბახით არ ვწერ, არ ვეძებ, რაც ღმერთს არ დაუბადია, სიმართლითა ვარ ძლიერი, მისთვის მოვკვდები ცხადია. 16 დეკემბერი, 2022 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი