**


რა დამაძინებს შენზე ფიქრებში ?
მთვარის სინათლე, რომ მოგხდომია,
სადმე გაგონილს, წამოროშებულს,
სადმე ნანახის და მოთვალულის,
სადმე ნაგრძნობსაც, გავლებულს გულში,
ვერ დავიჯერებ, რომ წაგხდომია,
ზნე-ჩვევა შენი, ტუჩის სიტკბილე,
კანის სირბილე, თმათა ნარნარი,
და ეგ მანდილი, ჭრელი, ხასხასა,
ასხმულ კისერზე, შემოგხსდომია.
მე უნდა ვნახო ! უნდა ვიწამო,
უნდა გავიგო, შენი ალერსის,
ხმა თან რომ დამდევს და არ მასვენებს,
ამ უკუნითში, ლოცვად ჩამესმის.
ამოძრავებულს, შენკენ მომავალს,
აფრცქვნილს, ახეულს, ვინ გამაჩერებს !
ვერც ვერაფერი ! და ვერ ველევი,
მაგ მზერას ჩემზე, როცა აჩერებ.


21 დეკემბერი, 2022 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი