***********************
მოკლე დალალების სიო მონაბერი, ღამის სიცივეში როგორ ჩაიკარგა, ჩემი აღელვება კრთომით მონაგები, გაშრა, გაიპო და ფიქრში დაიკარგა. კარსაც შემოგვიღებს მარტის დანამული, მწვანე მდელოების სუნით სავსე, და ამ ნაცრისფერი ქვაფენილის, გემო სულ მახსოვდეს, მინდა ასე. გახსოვს, შენ რომ გიყვარს სუკულენტი, მე კი სულ არ ვიცი, სად და რა ვთქვა, თვალებს დაგაჭედებ გაოცებით, მინდა შენი ტუჩი იმწამს ჩავნთქა. ყვავის არემარე, ალბათ ოდეს, ჩვენი შერიგების საათს ვეტრფი, და მეც ავყვავდები, ალბათ ოდეს, შენი გაბრაზების მიზეზს მეტყვი. 25 თებერვალი, 2023 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი