გიჟი


გიჟს უხმობს, გიჟმა შეჰფიცა,
გიჟს სტკივა, გიჟს შეაწუხებს,
გიჟს უნდა თავისი ძალით,
დაეხსნას მტერის მარწუხებს!
ვდგავართ გიჟები!
არ გვცივა, არც თქვენი ჭავლი გვაშინებს,
სუფთა გიჟია, სუფთაა!
დასმენა რად შეგვაშინებს?

ვყვირით გიჟები!
სიმართლეს, არ გვერიდება არაფრის,
სუფთა გიჟი ვარ, ამ სახით,
აღარ მოვწონვარ არავის!

განა გიჟების სახელთან, მამები მოიხსენება?
მაგრამ, იმათი სურვილი,
ჩვენ ყველას მოგვეხსენება!

გიჟების არის ქვეყანა!
აქ ვინმეს დაედგომება?
ჩვენ ვართ მთავარი გიჟები!
ძველს აქ არ მოენდომება!

გიჟია გულით სპეტაკი!
გონებას უხმობს ცდაშია,
გიჟი ყველაზე ჭკვიანი,
სულ საქმის კეთებაშია!


10 მარტი, 2023 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი