ძველი ხანჯლით


სარკმელთან არის ქალი ლამაზი, 
არც იგი მინდა, ცივი ალერსი, 
სარკმელთან არის ქალი ავსული, 
განსასჯელის სკამს მჭიდროდ დავესვი.

ცას ფერდაკარგულს ანათებს მძივი, 
მიდევს, ვუყურებ, ყველა ჩახედვა, 
არ გამახსენდე ვცდილობ, ვფიქრდები, 
როდის შევძელი ამის გაბედვა.

ნასწორებ გზაზე, ჩაწყობილ აზრებს,
ვაბნევ, მარტო ვარ ამ ბნელ ღამეში,
სიზმრად გამომყვა, რა მომასვენებს?
ეს ულმობელი ფიქრთა თარეში?

და ამ ღამეში, ასე რომ ბნელა,
სინათლეს ვებრძვი, არ მინატრია!
დინებას ვყვები, წარსულის ლანდი,
იმ ძველი ხანჯლით გამიფატრია!


12 მარტი, 2023 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი