*****
აღარ მაქვს ძალა, გავწყრე, გავბრაზდე, გავწყდე, ვიშრომო, აღარც მიზანი და გამართლება, რისთვის ვიომო? სასოწარკვეთის, ტალღა ჩემკენ თუ მოემართება. თუ მზე არა მყავს, მთვარე ჩემია, გუბეს ამღვრეულს, ვერ აშრობს სიტყვა, სული ზემოსი, წამო ნანატრო, შემომიბრუნე, და აღარც მესმის რამე, გემოსი. ფრიალებს, ბრუნავს, თავპირს დაიგლეჯს, ლანდი კაცისა, ხავის, ყიჟინობს, ტირილი უნდა, შიგ იკლავს, ფეთქვას დუმილით, მოსაკლავისა. არ ხსნის, არც ტყუის, ნავარდობს, სხვათა ხეირზე, რისთვის დაღლილი, გაურეკია, ზარს შემოვერცხლილს, შემორაგული, არ ურეკია. ნადიმობს, კარი ყიალობს, ბარბაცი ცეკვად ექცია, მდინარე, მდგომი, კანკალით, ხელით, ცრემლით, რიყეზე გადაექცია. ჩაყარა, ალბო, ასველა, უკვირს, მკვდრებისთვის მგლოვია, შავით ჩანს, თვალი აუკრეს, მოკლეს, საწყალი, ღელეში, ახრჩეს, სად ფეხი სდგომია. 13 მარტი, 2023 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი