სუნამოდ მიქეც!
შენა ხარ თეთრი, როგორც თოვლი პირველ იანვარს, მე კი შავი ვარ ან ხორბლისფერი, შენა ხარ ქარი, გრილი ტყიდან შემონაბერი, ვტკბები, გზა გასაქცევი შემოგიჭერი. მე ვარ კახელი, ვირი, თანაც ქალაქში, შენა ხარ სიო, ლაღი სოფლისა, და რა ბრალია შენი ამაში? გიცქერ, მეტყობა კვალი ოფლისა. ერთი რამ მინდა, ო როგორ მინდა, მინდა დაგიგო! ხალიჩა-ფარდით მოგირთო სახლი, უშველებელი, ტრფობის კოშკები მინდა აგიგო! გადაგიშალო გრძნობების დახლი. მინდა გაგიგო, მინდა დაგიგო! დაგიგებ კიდეც, გაგიგებ კიდეც, ეგ შენი სუნი, იასამნისა, სუნამოდ მიქეც! 18 მაისი, 2023 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი