ძრწოდა კალთები კავკასიონის


ძრწოდა კალთები კავკასიონის,
სისხლს არ ასვენებს ურჩი გონება,
ყივის იოგა კავკასიონის,
არ გეღირსებათ ჩვენი მონება!

ქარები ყეფენ, წყლები ბღავიან,
წვიმა ჯირითობს, რბიან სიონი,
არწივნი კლდეებს ეხეთქებიან,
ძრწოდა კალთები კავკასიონის!

ძრწოდა კალთები კავკასიონის,
კვლავ შეიბღალა ჩვენი მთაწმინდა,
ნამგალმა გვკაფა, ურომ გვასწორა,
დამპალმა ხელმა სისხლი გვაწმინდა!

ყორანს დაშვებულს ეგებებიან,
მტრედები ქედებს ხრიან, სიონი,
რბიან და კლდეებს ეხეთქებიან,
ძრწოდა კალთები კავკასიონის!


19 მაისი, 2023 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი