უცხო
მტკივა და ვღელავ, ღამე ჩუმია, მტკივა და ვთელავ... ღამეს ჩამომპალს, რაც ვინამუსე, ხათრით გავწიე, მკერდს ვესვენები, ძალით ავწიე, ფიქრები უძვლო: არკის შუქები მეფერებიან, ნამი ჩამორბის, ლანდები მანჭვით მეფეთებიან, მაწია იმ წამს, როცა ღვთაებებს ვტოვებ, მიდიან უხმოდ, როცა სიმშვიდეს ვპოვებ, ღამეს ჩამომპალს, ახლდა მრავალი, უცხო. 7 ივნისი, 2023 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი