თბილისო
ჰოი, რამდენი სადღეგრძელო, შენი ტრფობის დავლიე! ეჰ, რამდენი ღამე ტკბილი, შენს ქუჩებში გავლიე! ვსვი და გლოცე, ბორძიკ-ბორძიკ, უძილობას ვეკვეთე, გარეუბნის ბილიკებზე, რომ ვაფრთხობდი ჭეჭეთებს, უხმო, ნაზი პეიზაჟით, შენს წიაღში ჩავეშვი, მტკვრის ჩუხჩუხი, ვერეს ჭმუნვა, საგალობლად ჩამესმის, შენს წყაროსთან დასიცხული, შვებას ვეფიცხებოდი, სიგრილისგან რეტდასხმული, კლდეებს ვეფეთებოდი! ხან ქორფა ხარ, უბოროტო, გრძნება ფანტასტიური! მარტოკაცის ზმანება ხარ, ხან ველური, ტყიური! ჰოი, რამდენი წვეთი ჩემში, შენს დიდებას ემონა! ეჰ, თბილისო, სულში გეკვრი, გაგიცანი მეგონა! 30 ივლისი, 2023 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი