არა ხარ!
თუ ვერ იმღერებს ტრფობისას, შენში რუსთველის შაირი, თუ ბუდუს წყობას ვერა სთვლი, მას რიგად ვერას გაივლი, თუ მათი გორის არა ხარ, თუ ასე არ გელექსება, ზაფხულის სიცხე დაგგესლავს, ტანი მუმლით დაგევსება, მოსავალს შემოდგომისას, ობოლი მტევნით დარჩები, სულგაყინული ზამთარში, ლოგინში გაიფარჩხები, და გაზაფხულის ქარები, და ნორჩი ელვა ცისაო, შეგაფრთხიალებს, დაგამწყვდევს, ასეა ნება ღვთისაო, და თუ ჩვენი ხარ, შე კაცო?! გაგება რად არ გინდაო? წინაპრის დანატოვარი, ენა, მამული, წმინდაო! რაც არ გერგება, ისა გაქვს, და ბედის ანაბარა ხარ, შენ საქართველოს დანახვის, წამითაც ღირსი არა ხარ! 16 ივლისი, 2023 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი