ოდეს...


ოდეს ყველაში სარჩევი, 
მებრძოლი, თავდადებული, 
მშრომელი, მცოდნე, ვაჟკაცი, 
მამაცი, პატიოსანი, გულკეთილობით ქებული, 
ახლა მძორივით ბირჟაზე, გაზის მილებზე გდებული, 
ქართველი ტიპი, სიბრიყვით, მტრის ნავში გადაგდებული, 
სათნო, უპირო, მძრომელი, სხვის სიტყვის წამოგდებული, 
ფლიდი, მხდალი, თან ვერაგი, ავისთვის შემზადებული, 
გინებით მუდამ ფრიადი, ქალების ტყუილდობილი, 
დედის ნაშრომით მკვეხარე, ახალი ავტომობილით, 
გამაყრუებელ ჰანგებზე, უგვანო ჭინჭით მოსილი, 
ჯიშამომგდების პლასტიკით, ვარსკვლავი გულჩათხრობილი, 
შუადღემდეა მთვლემარე, ეს ჩვენი კაცი, ძმობილი, 
უცხოს სიმდიდრის შემყურე, შურით გულამოსობილი, 
დამწიფებული სხეულით, გასრულებული გონებით, 
მიწას თუ ერგოს სასუქად, იგიც მიიღებს გოდებით, 
და წარუშლელი სახელი, მისი ძმებში თუ შემორჩეს, 
სანაპიროზე მეძავი, სანამ ახალ ბარტყს გამოსჩეკს, 
და გაიზრდება ჩაგრული, მეტადონშიკი ზაური, 
ბავშვობის მოგონებებად, სუსხი, სისველე, ხმაური, 
და ბიჭი მხარზე გაიდებს, დალოცვილ ქართულ ალამსა, 
მწვადს დაყრის, ღვინოს დაისხამს, მოუხდენს ცეცხლი წალამსა, 
დალევს და დაილოცება, სმაში დაკარგავს ძალასა, 
კარებზე მიუკაკუნებს, მეზობლის დამას, ალასა, 
და ასე მუდამ იქნება, სანამ ტვინი გვაქ მუცელში, 
სანამ წესიერს გადავცვლით, ხეპრე, უძვლო და უზრდელში, 
სანამ მონად ვართ შობილნი, და არ ავისხამთ იარაღს, 
პატრონის შეცვლას კი არა, ვერ მოვიშუშებთ იარას, 
თუ არ ვიბრუნებთ ღირსებას, ყველას ჩვენი წილ ეკუთვნის, 
თუ თავს არ შემოვუძახეთ, ერთი წიხლი კი გვეკუთვნის.


17 ივლისი, 2023 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი