გემო
გაუფასურდა ლარი, პრემიერი ჰგავს ემოს, რუსები გულაობენ, ხინკალს აღარ აქვს გემო. ქართველი ტყეში გარბის, საელჩოს კარი ღია, ლავროვის შვილის ძმაკაცს საცოლე გაუპია. ლექსად იქცევა ხალხი პარლამენტთან რომ დგანან, ცარიელ ფურცელს ართმევს, კაცები ძაღლსა ჰგვანან. დარბის ღარიბა ჩვენი აქ ხომ ქვეყანას გლიჯავს, სლოვაკეთშია კაცი, ზის და თანდათან იჯვამს. გაუფასურდა ლარი, პრემიერი ჰგავს ემოს, რუსები გულაობენ, ხინკალს აღარ აქვს გემო. 4 ივნისი, 2023 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი