აგვისტოს სიზმარი
აგვისტოს ღამეს ტყე ვნახე, სიზმარში მელანდებოდა, მუხა და ბუჩქი უღრანში, ერთმანეთს ეფარებოდა, ჩემ ნაბიჯებზე ცხოველი გზადაგზა განზე დგებოდა, ხმას არ ვიღებდი, გარბოდნენ, ვერცერთი მეკარებოდა. მდინარის პირას გავჩერდი - ნამდვილია თუ ზმანია, სახეში წყალი შევისხი, ნაღდს როგორ დაუმგვანია, ნაცნობი არის ადგილი - მიჩვეულია თვალია, ამ უქმე სეირნობისთვის, ცხადში როდისღა მცალია. დასუსტებული სხეული უცბადვე მოვაძლიერე, თვალი დავძაბე, დავჭყიტე, ყურები ვათვინიერე გავიგე ახლოს ძახილი, "ეციო" - და ვიცბიერე, გველი მომადგა შხამითურთ, გვამივით გავიხნიერე. დამინდო, არ უკბენია, ახლოს იყო და მიმზერდა, ვინ რას მიმზადებს წინდაწინ, შემატყობინა, ვისმენ და, გამომეღვიძა ადრევე, გული შმაგივით მიძგერდა, უნდა მომეკლა მოამბე,სიწყნარე ვცვალე შიშზედა... 11 აგვისტო, 2021 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი