******
კეკელიძეზე გაჩერებული, ვტირი რიგებად ასხმულ ტირიფებს, უცდიან მოჭრას, ბებერი ფესვის.. ვდგავარ, ვუყურებ, ზემოთ ჟვანიას, მაჩერებს ბიჭი, უდაოდ ძველი: რა უბნელი ხარ, შენ ჩემო ძმაო? მე ვუთხარ, არ ვარ აქაურელი. მაშ, საიდან ხარ? მე გლდანელი ვარ და უფრო სწორად, გლდანის ხევიდან, ვდგავარ, ვუყურებ, კლდეზე შეფენილს, თქვენს უბანს ვეტრფი მე სიყრმევიდან, იმანაც მითხრა: ნეტავ რა გინდა, ჩვენც კი გავრბივართ უკვე აქიდან, მომრავლდა რუსი, ომისა გამო, გლდანში მივდივარ, ხო და, შენც წამო, ბიჭის შემყურეს სევდამ მომიცვა, შავი ბენდენა რომ წამოიცვა, გავბრუნდი უკან, მოუხედავად, თვალებს ვაცეცებ, გაუბედავად, მყლაპავს ქალაქი, ჩემი მშობელი, უცხოთი სავსე, დაუნდობელი. 23 დეკემბერი, 2023 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი