დაე, ვუჩვენოთ!
მდინარე მოდის! ხალხის მდინარე! მოდის კი არა, მოედინება! და თუ გამაძღარ მოღალატეებს, ამაღამ მშვიდად დაეძინებათ! არა მწამს! არა! რამეთუ, ჩვენ ვართ! წყება სახელთა სამარადისოდ! დაე ვუჩვენოთ, უბადრუკ სულთა! წყეული იყოს ყოველი გოჯი! რომელსაც სჭიდებთ, ბოლოჟამს მდგომნი, თქვენი უსისხლო, უფერო ბღუჯით! დაე ვუჩვენოთ, ანთებულ გულებს, და ჩვენს თაობას რა შეუძლია! მამას შვილისთვის ბრძოლა სამკვიდრო?! როდის ყოფილა, რომ გაუძლია! დაე ვუჩვენოთ, რა არს სიტყვები, რისთვის ანთხია მანაც გონება, რომ ჩვენ ერთობით ბევრად მეტს შევძლებთ, ვიდრე ჩრდილების წყნარი მონება... არა მწამს! თქვენ გწამთ?! არ მჯერა თქვენი! შარავანდედად ფარისევლობა! მძლესთან სიბრიყვე და პირფერობით, იმ ერთადერთი კარის მხევლობა! დაე ვუჩვენოთ, რა ვართ, რა გვინდა, რისთვის ანთხიეს მათაც გონება, რომ ჩვენ ერთობით ბევრად მეტს შევძლებთ, ვიდრე ჩრდილელის წყნარი მონება. 5 მაისი, 2024 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი