წიწამურთან


წიწამურის ბილიკებთან შეგეფეთე,
მე ზედაზნის ძალისაგან მორეული,
სად ილიას ჩაუვლია ფაეტონით,
სად მოგვიკლეს ის ოცნება შორეული.

დენთის სუნი აუვიდა არემარეს,
დავბარბაცებ, გრძნებით ფეხი ამერია,
ტყე-ღრეს შუა, გრუნტის ბილიკს მივუყვები,
გულში წყრომა, სინანული გამერია.

აქ კერპების უიმედო მაძებარი,
შემოგყურებ, უმეფესო, შენ ილია,
და სინათლით, შენს სახეზე განფენილით,
ჩემი ვნება, ბარდებს შუა გაილია.

ველით ასე, ჩვენს განაჩენს სამართლიანს,
დროს არ ვკარგავთ, ვეტრფით ერთურთს გახელებით,
კრთოდა ქალი და კიოდა ელეგიას,
ბანს აძლევდა საგურამოს მთა-ველები..


3 ოქტომბერი, 2024 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი