საზეიმო რა გვაქვს ქართველებს
ხვალ საზეიმო რა გვაქვს ქართველებს? სანამ ბიჭები გისოსებს მიღმა, ასანთის ღერით ხატავენ დროშას, წვერგაპარსული ფარისეველნი, კამერების წინ ირგებენ ბროშკას. ხვალ საზეიმო რა გვაქვს ქართველებს? ჯაჭვში ჩავდექით, გრძელში, ერთობით, ამ ჟრიამულში, მინდა გაუწყოთ, მომავალ წელსაც ვერ გავერთობით. სანამ ბიჭები გისოსებს მიღმა, შავლეგს მღერიან ხელებშეკრულნი, მანამ ვიდგებით გარეთ ეულად, მანამ ვიქნებით ასე ბედკრულნი. ხვალ საზეიმო რა გვაქვს ქართველებს? და ვის სუფრაზეც სიტყვა იღვრება, მისი მშვიდობით, მისი ვედრებით, ეს ბოროტება არ დაირღვევა. 30 დეკემბერი, 2024 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი