*******************


გინდ აქ იწვალე, გინდ იქ ელოდე, 
არსად შველა და არსად ნუგეში, 
კვდება განთიადს მკრთალი ჭაბუკი 
და დგას გამშრალი ცრემლის გუბეში.

დასეტყვავს გზნება და არ იჩემებს, 
სინდისი მისი სულის კარია, 
ამდენ მაზაკვალს და ჭინკას შორის, 
მისი ბუნება წმინდა ზარია.

კვდება სინათლე მკრთალი ჭაბუკის, 
მიაქვს სილაღე ახალგაზრდობის, 
და დასტყობია შუბლზე ნაკვეთი, 
განუზომელი ტანჯვის და გმობის.

შეკრთა თვალი და შეირხა ბაგე,
ამ ნამით სავსე და ლამაზ ღამეს,
რა გამოანთებს სანთელს დალეულს,
და ვინ ჩასძახებს ალერსით რამეს.


27 თებერვალი, 2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი