ბაცბებში


გომბორს გადაღმა სულ სწორი არის,
სადაც პირამდე ავსებენ თასებს,
მანდ სოფელია ერთი, თუშების,
ალაზნის აღმა, ლექსობით სავსე.

და რაც ვეძიეთ ის ვერ ვიპოვეთ,
თუმცა შემოგვხვდა ჩვენ ბევრი განძი,
დევს სატევარი, ელის გაქნევას,
თუშის ხანჯალი უჭირავს ყაწიმს.

ენა ხანგრძელი, ბგერებით სავსე,
თუში მეცხვარე თან მივსებს თასებს,
რა გრჯის, რა გიჭირს, რას ეძებ ასე?
ან შენ ამ საქმეს ვინ დაგიფასებს?

ბევრი ვეძიეთ და ვერ ვპოულობთ,
ზოგი აქ ეძებს თავის დიდებას,
ვუცქერთ დუღილით და ველოდებით,
რას ვერ ვპოულობთ? ჭეშმარიტებას.


24 აგვისტო, 2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი