თვალი გეძებს


თვალი გეძებს, ქუჩას ეტორტმანება,
განმეორდეს ნეტავი ის ზმანება,
ვერ შეგნიშნე, გამოგტოვე, თავნება,
ის სიზმარი ამას დაემგვანება?

თვალი გეძებს, მოვალ, ქუჩას ვედები,
თუ გიპოვო მანამ არ დავბერდები,
თუ გახსოვარ, თუ შენც დაისევდები,
თუ გიპოვო, შენ იცოდე, გნებდები.

თვალი გეძებს, ვეღარც მიჭრის თვალია,
შენი პოვნა ახლა ჩემი ვალია,
თუ გიხილო, წყენა გამიწყალია,
და თუ გულში ეს გრძნობა ცოცხალია.

თვალი გეძებს, ქუჩას ეტორტმანება,
სად ხარ, სად გადამეკარგე, თავნება?
ვერ შეგნიშნე, თუ იქნება კვლავ ნება,
ამაღამაც განმეორდეს ზმანება.


1 ოქტომბერი, 2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი