13 წელი


გვექცევა თავზე,
ზიზღი შობილა,
მოვისვით ხელი,
ლაფი ყოფილა.

სირცხვილს რა აჭმევს,
ქართველებს ვითომ?!
ცოცხალ-მკვდარებო,
გარბიხართ თვითონ!

ჩვენც არ გვაკლია,
მტრედი მშვიდობის,
არც პრობლემა გვაქვს,
უცხოს მინდობის.

მივალთ საბრძოლად,
სახელისათვის?!
და რისთვის ვიბრძვით?
დიდებისათვის?!
და ვისთვის ვიბრძვით?
მდიდრებისათვის?!
ესეც თუ არა, ღარიბისათვის!
არამც და არამც!

მივალთ საბრძოლად,
როგორც არასდროს,
ქვეყნის გამართვა ვერვინ დაგვასწროს!

ნებით არ თმობდნენ,
ახალგაზრდების,
ხმა და სურვილი ასაწონია!

თქვენ ვერ გაიგეთ,
თქვენ ვერ ისმინეთ,
თქვენ ვერ ისწავლეთ,
ჭკუა, ძველებო!
რევოლუციის ალი უშრეტი,
გაგხვეტავთ ყველას,
მხდალნო, ნელებო!

თქვენ რაც შეჭამეთ,
თქვენ რაც დალიეთ,
თქვენ რაც იჩუქეთ,
ნაღებად არა,
სისხლად მოგადენთ!


1 ოქტომბერი, 2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი