შეფიცულნი
ვერ ვიხილე ბედნიერის ნათება, მზის სხივები, მემალება, სად არის?! თქვენ არ გესმით, ვერ გაიგებთ რა ხდება, კარს მოგვადგა მოციქული სამარის. ბედის მწერალთ დაეღალათ მტევნები, რით ვერ გაწყდა ძაფი წუთისოფელის, თქვენ არ გესმით და ვერ იგებთ რა ხდება, ჯერ არ იცით რა უფსკრული მოგველის. და თუ იქნა, ნება, არსთა გამრიგემ, რომ დაწყვიტოს დამბაჩები ავსულის, თქვენ არ გესმით და ვერც ხედავთ რა ხდება, დაგდევთ ლანდი დიდებული წარსულის. მთვარის შუქზე მოგიზგიზე ალები, შეუთქვამდნენ ფიცს იდეას მარადისს! თქვენ ბრმები ხართ, გონის ჩინი წაგერთვათ, ჭამეთ, სვით და იხეირეთ მარადის. 12 ოქტომბერი, 2025 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი