ივლისს
ივლის ტოტი ეკლიანი ივლის, მიაბიჯებს გადათელავს ბალახს, ივლის ტოტი შემომხმარი ივლის, და სულმოთქმით შემოივლის ქალაქს. ფრინავს ნაზი ჩიტი ივლისს, სხივებს მოედება ხალასს, ფრინავს, ეგებება ივლისს, და ბუმბულში ის თავის თავს მალავს. ამ მოწყვეტილ და გასროლილ ფოთოლს, მინდა ვგავდე, მინდა ვთრთოდე წყნარად, ამ მოწყვეტილ და გასროლილ ფოთოლს, მინდა ვგავდე, დავიკარგო მარად. თან ავფრინდე მე იმ სიმაღლეზე, ღამით ვარსკვლავს რომ დავუდგე ფარად, თან ავფრინდე მე იმ სიმაღლეზე, რომ არ ვიგრძნო თავი ასე მკვდარად. 15 ივლისი, 2021 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი